გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისის და თიბისი ლიზინგი მხარდაჭერით სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-20 საერთაშორისო გამოფენა იმართება

17-11-2022

18-20 ნოემბერს, თიბისის და თიბისი ლიზინგი მხარდაჭერით, გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-20 საერთაშორისო გამოფენა Agro, Food, Drink, TechExpo 2022 გაიმართება. გამოფენა მოიცავს მე-11 პავილიონს და გარე სივრცეს, მასში 7 ქვეყნის 70-მდე კომპანია მონაწილეობს.


Agro/Food/Drink/Tech 2022-ზე  წარმოდგენილი იქნება:  სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები,  სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება  და თანამედროვე ტექნოლოგიები.


გამოფენის დასკვნით დღეს 20 ნოემბერს გაიმართება აგრო ბაზარი, ადგილზე დაგხვდებათ სპეციალურად შერჩეული უმაღლესი ხარისხის სასარგებლო და ძალიან გემრიელი პროდუქცია. აგრო ბაზარში მონაწილეობას მიიღებენ თიბისისა და თიბისი ლიზინგის პარტნიორი კომპანიები მთელი საქართველოდან.


ღონისძიების ამ ნაწილის ორგანიზატორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროკავშირთან, გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), აშშ-ის სარეთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.


გამოფენის პარალელურად ორი დღის განმავლობაში გაიმართება სოფლის მეურნეობის დარგის კონფერენცია, რომელზეც განხილული იქნება სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები, დაფინანსების ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები, როგორც კერძო სექტორის, ისე დონორი ორგანიზაციების მხრიდან. 19 ნოემბერს კი გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია EAST FRUIT, რომლის ორგანიზატორები არიან EBRD და FAO.  

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930