17-11-2022
2023 ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულ დაფინანსებაზე.
მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება მომავალ წელს იზრდება 370 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 550 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:
• სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 490 მილიონ ლარს - გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების 100 ლარით ზრდა;
• ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 655 მილიონ ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება:
სტატუსის მქონე მასწავლებელთა, ასევე სპეც. მასწავლებელთა დანამატის ზრდა 125 ლარით;
სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
სკოლის მანდატურის ხელფასების ზრდა 125 ლარით;
სკოლის ფსიქოლოგებისა და სოც. მუშაკების ხელფასების 10%-იანი ზრდა;
სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების 6 თვის ხელფასის დაფინანსება - მოგეხსენებათ, აქამდე მხოლოდ 1000 ლარის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტებთან კონსულტაციებით მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება;
იწყება 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი;
• პროფესიული განათლების დაფინანსება შეადგენს 155 მლნ ლარს:
გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე;
ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 55 მილიონ ლარზე მეტი;
• უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 250 მილიონ ლარზე მეტი.
16-11-2024
16-11-2024