გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის 2023 წელს 6 მილიარდ 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

17-11-2022

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის 2023 წელს 6 მილიარდ 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, მათ შორის:


• სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილია 500 მილიონ ლარამდე, საიდანაც:
შეღავათიანი აგროკრედიტების დაფინანსებაზე მიიმართება 200,0 მლნ ლარი;

სამელიორაციო სისტემებზე 95 მილიონი ლარი;

გრძელვადიანი ბაღების გაშენების თანადაფინანსებაზე - 35 მილიონი ლარი;

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებაზე - 25 მლნ ლარი;

აგროდაზღვევაზე - 12 მილიონი ლარი;

სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებაზე გათვალისწინებულია 15 მილიონი ლარი;

რთველის დაფინანსებისთვის გამოყოფილია 80,0 მლნ ლარი;

სხვა დანარჩენი პროგრამების დაფინანსება - 40 მლნ ლარამდე;

• მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 310 მილიონი ლარი, მათ შორის:
პროგრამა „აწარმოე საქართველოში" - 205 მილიონი ლარი;

საკრედიტო-საგარანტიო სქემა - 55 მილიონი ლარი;

ინოვაციების ხელშეწყობა - 20 მილიონი ლარი;

ტურიზმის ხელშეწყობა - 30 მილიონი ლარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031