გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი SEDM შეხვედრას დაესწრო

17-11-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბულგარეთში ვიზიტით იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე სოფიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) დაესწრო.

თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ოკუპაციასა და  ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. სამუშაო სესიის დასრულების შემდეგ მინისტერიალის მონაწილეებმა ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც. ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.


საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე, რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. 2017 წელს საქართველომ  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს პირველად უმასპინძლა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031