გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: 2023 წლის ივნისიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს

17-11-2022

საქართველოში 2023 წლის ივნისიდან ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს. ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს.


„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებთან, რათა მეტი მათგანი შემოვიყვანოთ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე. ამისთვის აქტიურად ვიყენებთ როგორც ორმხრივ მოლაპარაკებებს, ასევე საერთაშორისო საავიაციო ფორუმებს, როგორიცაა ROUTES WORLD და სხვა. იმედი გვაქვს, რომ 2023 წლისთვის მეტ ახალ ავიაკომპანიას შემოვიყვანთ და მნიშვნელოვნად გავზრდით როგორც მიმართულებების, ისე ქვეყნების გეოგრაფიას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.


მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს სამოქალაქო ავიაბაზრის აღდგენის პროცესი - 2022 წლის ოქტომბერი პირველი თვე იყო კოვიდ-პანდემიის შემდეგ, როდესაც ფრენების რაოდენობით საქართველომ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს გადააჭარბა. ავიარეისები შესრულდა 384-395 სიხშირით, რაც 5%-იანი ზრდას წარმოადგენს. სულ, 2022 წლის 10 თვეში საქართველოს აეროპორტები 3,716,700 მგზავრს მოემსახურა, რაც 85 პროცენტით მეტია 2021 წელზე, ხოლო აღდგენის მაჩვენებელმა 2019 წელთან შედარებით 81 პროცენტი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930