გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2023 წელს კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 6 მილიარდ ლარზე მეტი

17-11-2022

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 6 მილიარდ ლარზე მეტი.


• აღნიშნული თანხიდან 2 მილიარდ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, პროექტების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი წყაროებიდან:

მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსება იქნება 1 მილიარდ 70 მილიონ ლარამდე;

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლების ფონდიდან დაფინანსდება 420 მილიონი ლარის პროექტები;

მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს 340 მილიონ ლარზე მეტ პროექტებს;

საერთაშორისო პარტნიორებიდან თბილისის მუნიციპალიტეტის პროექტების დაფინანსება შეადგენს 170 მილიონ ლარამდე;

• საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1 მილიარდ 730 მილიონ ლარამდე, საიდანაც 530 მილიონ ლარამდე არის შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1 მილიარდ 220 მილიონ ლარამდე, მათ შორის:

რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მიიმართება 660,0 მლნ ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს, თუმცა მონაკვეთების ნაწილი ექსპლოატაციაში შევა 2023 წელს;

სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარი;

გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთზე მიიმართება 40 მილიონი ლარი;

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოყოფილია, ასევე, 40 მილიონი ლარი;

ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გვირაბისა და გზის მშენებლობაზე მიიმართება 220 მილიონი ლარი;

კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობაზე გამოყოფილია 190 მლნ ლარამდე;


• წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 530 მლნ ლარამდე;

• საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულიაP 450 მილიონი ლარი;

• იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებაზე გათვალისწინებულია 250 მილიონ ლარზე მეტი;

• ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო გაზიფიცირების სამუშაოებზე გათვალისწინებულია 80 მილიონი ლარი;

• მყარი ნარჩენების ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 50 მილიონ ლარზე მეტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930