17-11-2022
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიუჯეტი იზრდება 1,5 მილიარდი ლარით, გასაკვირია აქცენტის გაკეთება მხოლოდ ერთი უწყების ბიუჯეტზე, რომელიც იზრდება 30 მილიონი ლარით და აქედან 22 მილიონი ლარი ხელფასების ზრდის ნაწილია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების, ისე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიმართულებით გვქონდეს მეტი დაფინანსება.
„როგორც აღვნიშნე, უსაფრთხოების მიმართულებით ხელფასები იზრდება 20%-ით. ალბათ, არავის შეხსენება არ სჭირდება, რომ უსაფრთხოების კომპონენტი დღეს საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად, ეს დაფინანსება არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
16-11-2024
16-11-2024