17-07-2018
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საქართველოსა და უკრაინაში მიტაცებული მიწების გარკვეულწილად ლეგალიზების მოლოდინი ჰქონდა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი, დონალდ ტრამპი არ წავიდა დათმობაზე, როდესაც საუბარი ტერიტორიულ პრობლემებს შეეხო.
ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
სამიტზე პრეზიდენტი ტრამპი არ წავიდა დათმობაზე, როდესაც საუბარი ტერიტორიულ პრობლემებს შეეხო. ვფიქრობ, პუტინს საქართველოსა და უკრაინაში მიტაცებული მიწების გარკვეულწილად ლეგალიზების მოლოდინი ჰქონდა. რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოსთან და შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში იმის გამო, რომ ჩვენ ამერიკის მოკავშირეები ვიყავით. ჩვენ უნდა ვნახოთ, რა მოხდება მომავალი თვეების განმავლობაში. სულ მცირე უნდა გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რომელსაც ვაშინგტონი აქამდე აწარმოებდა. ამერიკამ უნდა უთხრას პუტინს, რომ რომ რუსეთისთვის არ არსებობს გავლენის ექსკლუზიური ზონები და მან თავი უნდა დაანებპს მეზობლებს, თუკი ქვეყნის შიგნით არსებული რეჟიმის შენარჩუნება სურს“- განაცხადა სააკაშვილმა.
19-12-2024
18-12-2024