გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში დეოლიგარქიზაცია საქართველოში არ აწყობს მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას; მათ არ აწყობთ კეზერაშვილს დაერქვას თავისი სახელი და რაღაცები შეეზღუდოს

18-11-2022

როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა უკრაინას, ბრიფინგზე გამოვიდა ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და მაღალი შეფასება მისცა ამ კანონს. ჩვენ ეს კანონი გადმოვაქართულეთ და მივიღეთ საქართველოში. ამაზე გამოვიდა მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია თავისი ენჯოებით და მედიასაშუალებით და არ უნდათ ამ კანონის მიღება. მიზეზი არის ერთადერთი -ოლიგარქები არიან მხოლოდ მათ მხარეს- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება არ აწყობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ პოლიტიკურ პარტიებს, რომელსაც აფინანსებს კეზერაშვილი.

 

„ისინი იცავენ კეზერაშვილს. სინამდვილეში დეოლიგარქიზაცია საქართველოში არ აწყობს მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას. მათ არ აწყობთ ის რომ კეზერაშვილს დაერქვას თავისი სახელი და მას რაღაცები შეეზღუდოს. სუბიექტური ინტერესია. ეს არ აწყობთ იმ ენჯეოებს, რომლებსაც აფინანსებს კეზერაშვილი. ეს არ აწყობს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც აფინანსებს კეზერაშვილი. სინამდვილეში გაირკვა ძალიან მარტივად, აქაც ვერ დამალეს, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში არის დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგი და ჩვენ ვართ დეოლიგარქიზაციის მომხრე. მარტო ეს არის სიმართლე" - განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930