გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც თავისი სამშობლოსათვის მატერიალურ თანხას გაიღებს, არის ოლიგარქი? ეს ჩავწეროთ?

18-11-2022

ოლიგარქი შეიძლება იყოს საქართველოში სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე და უკრაინაში სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა განცხადებებს, რომ საქართველომ ქართულ რეალობაზე მორგებული დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა მიიღოს.

 

„ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც თავისი სამშობლოსათვის მატერიალურ თანხას გაიღებს და აშენებს ეკლესიას, აშენებს პარკს, მოამრავლებს ცხოველების და ფრინველების გადაშენებულ ჯიშებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ინახავს, რეაბილიტაციას უკეთებს, თეატრებს აშენებს - ეს არის ოლიგარქი? ჩავწეროთ მაშინ ეს, ნორმალურია ეს მსჯელობა? მაშინ მოერგება კი ბატონო და დაწყნარდებიან ეს ადამიანები. სხვა კრიტერიუმებით არ ერგება და არ ხდება იდენტიფიცირება კანონის, რომელიც უკრაინაში მიჩნეულ იქნა კარგად“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930