გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჭიჭინაძე: ირაკლი კობახიძე უნდა გადადგეს  

17-07-2018


მმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს გადადგომისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ჭიჭინაძემ დღეს განაცხადა და კობახიძის გუშინდელი განცხადება გააკრიტიკა, რომლის მიხედვით, შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრება გიორგი კვირიკაშვილის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.

ჭიჭინაძის თქმით, მისთვის სხვების სიცოცხლის ხარჯზე კომპრომისი მიუღებელია.

„მე, როდესაც ვაფასებ ამ ახალგაზრდა გუნდს, კომკავშირელებს რომ ვეძახი, ტყუილად არ ვეძახი, კომუნისტური პარტიის ყრილობების სხვადასხვა მოვლენას მახსენებენ, როდესაც ვიღაცას გაკიცხავდნენ, მერე გადაყენებულ ადამიანს ფეხებით რომ შედგებოდნენ. კომპრომისზე შეიძლება, წახვიდე ორი ადამიანი, როდესაც ერთმანეთში რაღაცაზე რიგდები, მაგრამ ორი ადამიანი გარიგებდა და აქ ათობით ადამიანი დაიხოცოს, მერე გამოხვიდე და ეს აღიარო, მე ასეთ კომპრომისზე არ წავსულვარ. რას ნიშნავს კომპრომისი, სხვების სიცოცხლის ხარჯზე, ეს ჩემთვის გაუგებარია. ამ ადამიანებს ეთიკის კოდექსზე რომ აქვთ პრეტენზია, რომ ესენი ვიღაცას ეთიკას დაუწერენ, როგორ უნდა მოიქცეს, პირველ რიგში, ეს არის განხილვის საკითხი და რა თქმა უნდა, უნდა გადადგეს,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031