გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის სპეციალისტები სტუმრობდნენ

18-11-2022

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) სპეციალისტების ვიზიტი გაიმართა.


ვიზიტის ფარგლებში, ჩეხმა კოლეგებმა მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში სწავლებები ჩაატარეს მიკოლოგიის, ენტომოლოგიის, ფიტოჰელმინთოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიებში.


ჩატარებული სწავლებები ეხებოდა პათოგენური სოკოების, მწერების, ნემატოდებისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით დიაგნოსტირებას.


ჩეხი და ქართველი სპეციალისტები მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე ტყის მასივებში  იმყოფებოდნენ. მერქნოვან მცენარეთა ხმობის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, მოხდა ნიმუშების შეგროვება და ლაბორატორიულ პირობებში გამოკვლევა.


აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ სწავლებებს თბილისისა და ბათუმის ლაბორატორიის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031