18-11-2022
Good luck ყველასთვის ბალასტებო ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი არ მოსულა - გახარიები, ბერძენიშვილები, გუბაზები, ბესელიები და სხვა უსაქციელონნი ვერასდროს დაბრუნდებიან საწყის ეტაპზე. მათი არჩევანია თვითდესტრუქცია დროებითი სარგებლის გამო - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსი ნათია მეზვრიშვილის ფეისბუქ სტატუსს აზიარებს და აღნიშნავს, რომ მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ყოფნისას, საქართველოზე გამოქვეყნებულ არაერთ საერთაშორისო დადებით რეიტინგზე გვამცნობდა.
თუმცა, გახარიას მთავრობიდან სამარცხვინო გაქცევის შემდეგ, თურმე ყველაფერი ჩამოიშალა. როგორც აბაშიძე წერს, გახარიას პარტია რომ თუნდაც NDI-ს და IRI-ს "კვლევებს" მიღმაა, ბევრ რამეზე მიუთითებს მათდამი დასავლეთის დამოკიდებულებაზე.
„გახარიას რაღაც პარტია რომ თუნდაც NDI-სა და IRI-ს "კვლევებს" მიღმაა, ბევრ რამეზე მიუთითებს მათდამი დასავლეთის დამოკიდებულებაზე. შეეძლოთ თუნდაც "მომღიმარი ჯოკონდა" დავით ბაქრაძესავით 'გაეპიარებინათ', მაგრამ ხედავენ რა რეალურ მაჯისცემას, საზოგადოებას ვერ უბედავენ მათთვის რაიმე %-ს დაწერას. ნათია მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ყოფნისას, საქართველოზე გამოქვეყნებულ არაერთ საერთაშორისო დადებით რეიტინგზე გვამცნობდა. იყო მოწონება და ჩვეული უსაფუძვლო კრიტიკა. თუმცა, გახარიას მთავრობიდან სამარცხვინო გაქცევის შემდეგ, თურმე ყველაფერი ჩამოიშალა და "ოლიგარქმა ივანიშვილმა" "დაღუპა ქვეყანა". თუნდაც ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი არ მოსულა - გახარიები, ბერძენიშვილები, გუბაზები, ბესელიები და სხვა უსაქციელონნი ვერასდროს დაბრუნდებიან საწყის ეტაპზე. მათი არჩევანია თვითდესტრუქცია დროებითი სარგებლის გამო. Good luck ყველასთვის ბალასტებო!“- წერს გია აბაშიძე.
16-11-2024
16-11-2024