გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანზე: უკრაინის საკითხებსაც „კურირებს“? შეიძლება არ ვიცით და ახალი თანამდებობა აქვს - აშშ-ის ელჩი უკრაინასა და საქართველოში?

22-11-2022

ის, რომ ქალბატონი დეგნანი საქართველოს გარდა, აშკარად ერევა ევროკავშირის თუ ევროსტრუქტურების საქმიანობაში, მართლაც გასაკვირია, ეს რომ ნატო იყოს კიდევ გასაგები იქნებოდა, ბოლო-ბოლო აშშ ნატო-ს წევრი და ლიდერი სახელმწიფოა, მაგრამ ევროკავშირი?! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

 

ექსპერტი შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან დეოლიგარქიზაციის კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

 

ექსპერტი სვამს კითხვას, საიდან იცის კელი დეგნანმა, რომ რომ უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი უკან გაიწვია?

 

ლევან ნიკოლეიშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის ვებგვერდზე კანონი დევს და შემდეგნაირად იკითხება - განხილვაში მყოფი.

 

მისივე თქმით, განსაკუთრებით გაოცებას იწვევს ქალბატონი დეგნანის თავგადაკლული ჩართულობა ამ საკითხთან მიმართებაში. საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებამ ძალიან საეჭვოდ გაამწარა მავანნი: ქართული ოპოზიცია, მათ ტელევიზიები, არასამთავროები, მიკერძოებული ევროპარლამენტარები...

 

"კანონი ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ შეეხება რადიკალური ოპოზიციის მიზნების დამფინანსებლებს-მართლაც ოლიგარქებს! ამ დროს თუ ამიტომაც, ასპარეზზე ისევ აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი გამოდის! ის, რომ ქალბატონი დეგნანი საქართველოს გარდა, აშკარად ერევა ევროკავშირის თუ ევროსტრუქტურების საქმიანობაში, მართლაც გასაკვირია, ეს რომ ნატო იყოს კიდევ გასაგები იქნებოდა, ბოლო-ბოლო აშშ ნატო-ს წევრი და ლიდერი სახელმწიფოა, მაგრამ ევროკავშირი?! თუ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია გავლენა გქონდეს და უსიტყვოდ გისმენდნენ?!

 

განსაკუთრებით გაოცებას იწვევს ქალბატონი დეგნანის თავგადაკლული ჩართულობა ამ საკითხთან მიმართებაში. საიდან იცის რომ უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი უკან გაიწვია? უკრაინამ გაიწვიაო, რომ ამბობს-ვენეციის კომისიის საიტზე დევს და შემდეგნაირად იკითხება განხილვაში მყოფი ! საიდან იცის თუ რა პოზიცია ექნება უკრაინას ამ კანონთან მიმართებაში მომავალში? უთითებს რა უნდა გააკეთონ ? თუ უბრძანებს? საერთო გეგმა აქვთ? თუ კოორდინაციას უწევს ამ და სხვა საკითხებს აქედან, საქართველოდან? უკრაინის საკითხებსაც „კურირებს“? შეიძლება არ ვიცით და ახლი თანამდებობა აქვს-აშშ-ს ელჩი უკრაინასა და საქართველოში? აქ, უკვე საქართველოს სუვერენიტეტზე და საშინაო საქმეებში ჩარევის ეჭვი არ ჩნდება მხოლოდ, არამედ სავარაუდოდ საქართველოს წინააღმდეგ შეტევისათვის თუ საჭიროა უკრაინის გამოყენებისაც! უკაცრავად, მეგობარო და რატომ, ვისთვის, რისთვის და რის ფასად?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930