გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საუბარი იმაზე, რომ მარგველაშვილმა შეარჩია კანდიდატი , საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა

18-07-2018

„პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი მან შეარჩია“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არასწორია და მარტივი დემოკრატიული პრინციპებია გასათვალისწინებელი.

„როდესაც მარგველაშვილი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატი მან შეარჩია, ის ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ეს არასწორია. მარტივი დემოკრატიული პრინციპებია გასათვალისწინებელი – როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია 2/3-თაა წარმოდგენილი წარმომადგენლობით ორგანოში, ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში, მარტივად პრეზიდენტს ევალებოდა, წარმოედგინა ამ პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ მარგველაშვილმა შეარჩია კანდიდატი უბრალოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რაც მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან არასწორია.

„პრეზიდენტმა კონსტიტუციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და მან კომენტარებიც კონსტიტუციის შესაბამისად გააკეთოს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არასწორია, მით უმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი ამ შემთხვევაში იტყუება. მას არავინ შეურჩევია. ამ შემთხვევაში, აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება მარტივად აისახა გადაწყვეტილებაში, რომელიც მარგველაშვილს ფორმალურად უნდა მიეღო“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031