გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

23-11-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.


შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე უძღვებოდა. მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა დეტალურად ისაუბრეს  მომავალი წლის პრიორიტეტებზე და გეგმებზე.


ბიუჯეტის პროექტიდა მისი ძირითადი პარამეტრები აუდიტორიას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ლომიძემ გააცნო.


ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 29 მილიონი ლარით განისაზღვრა, მთავარ პრიორიტეტებად კვლავ, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, განათლების,  სკოლამდელი აღზრდის მიმართულებები რჩება. საუბარი შეეხო  მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით  უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდას,  მოსახლეობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას და სხვა.


შეხვედრაზე ბიუჯეტის pროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები გამოთქვეს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლებმა.


დამსწრეთა დასმულ კითხვებს უპასუხეს მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ. აღინიშნა, რომ გაჟღერებული წინადადებები და ინიციატივები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930