25-11-2022
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს. შეხვედრას გერმანელი ისტორიკოსი და პოლიტოლოგი, პროფ. ოლივერ რაისნერი ესწრებოდა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრის ისტორია, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, საზაფხულო სკოლის და სხვა სამეცნიერო პროექტები გააცნეს. მხარეებს შორის საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსაც. გერმანელმა სტუმრებმა უძველესი ხელნაწერების გამოფენა და იშვიათ გამოცემათა კაბინეტში დაცული გამორჩეული ექსპონატები დაათვალიერეს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ ჭოხონელიძემ, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსმა მაია მაჭავარიანმა, არქივთმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილების მთავარმა მეცნიერმა თამარ ჭუმბურიძემ, ბიბლიოთეკა-მუზეუმის უფროსმა ეკა გოგიჩაიშვილმა,საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა მანანა ვარადაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024