27-11-2022
ფიზიკურ ძალადობაზე უფრო დამანგრეველი ფსიქოლოგიური ტერორია, რომელსაც თქვენი ე.წ. კრიტიკული ტელევიზიები სთავაზობს საზოგადოებას - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე დავით პაიჭაძის, ელენე ხოშტარიას და ნოდარ მელაძის facebook სტატუსს.
როგორც ქადაგიძე წერს, ჟურნალისტი, ინტრიგანის სინონიმად აქციეს და ყველაფრის კადრება სიტყვის თავისუფლებად მოახვიეს საზოგადოებას.
„გამოენთნენ სოროსის "გენმოდიფიცირებული ლებერალები"... რა თქვა ტყუილი ჯაღმაიძემ? ფიზიკურ ძალადობაზე უფრო დამანგრეველი ფსიქოლოგიური ტერორია,რომელსაც თქვენი ე.წ. კრიტიკული ტელევიზიები სთავაზობს საზოგადოებას...
სკანდალი,ძალმომრეობა,სიყალბე, ძალადობის პროპაგანდა, ნარკომანიის რომანტიზება, პორნოგრაფიის დემონსტრირება... ესაა თქვენი "მედია-ნაგვის" დღის წესრიგი. ჟურნალისტი, ინტრიგანის სინონიმად აქციეთ და ყველაფრის კადრება სიტყვის თავისუფლებად მოახვიეთ თავს საზოგადოებას! დიახ, 100% სიმართლეა,რომ თქვენი "მედია-ნაგავი" ახალისებს ძალადობას და "ფეიკ-კამპანიებით" ცდილობთ ადამიანები გონებრივ ტერორში ამყოფოთ!“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024