27-11-2022
ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი საშინელი ტრაგედია თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა, რადგან სულიერების უკიდურესი დეფიციტია საქართველოში, ქრისტიანულ სამყაროში და ნებისმიერ ქვეყანაში - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დღეს საპატრიარქოს ყველაზე მეტად ისინი უტევენ, ვინც ძალიან შორსაა მართლმადიდებლობისგან და ფსევდოლიბერალურ, ნეოტროცკისტულ მყრალ ჭაობშია.
„დღეს საპატრიარქოს ყველაზე მეტად ისინი უტევენ, ვინც ძალიან შორსაა მართლმადიდებლობისგან და ფსევდოლიბერალურ, ნეოტროცკისტულ მყრალ ჭაობშია. ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი საშინელი ტრაგედია თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა, რადგან სულიერების უკიდურესი დეფიციტია საქართველოში, ქრისტიანულ სამყაროში და ნებისმიერ ქვეყანაში. ნუ ვეძებთ დამნაშავეს სხვაგან - გინდ ერში, ბერში, მთავრობასა თუ მხედრობაში. სამწუხაროდ, თითქმის არავის გვაქვს Mea culpa-ს (ჩემი ბრალია) განცდა. დამნაშავეებს ვეძებთ სხვაგან! ნებისმიერ ეროვნულ ტრაგედიაზე უბინძურესი პოლიტიკური სპეკულაცია კი უზნეობის უსასრულო ფსკერის წრფეში ძევს. მშვიდობა და გამოფხიზლება საქართველოს!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024