28-11-2022
,,პირველი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება თუ არა, ეს მისი საქმე და მისი უფლებაა. მას აქამდეც ქონდა პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა. მეორე, მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ პროცესზე დასწრება არ ემსახურება იმას, რომ მან თავისი თავი იმართლოს კანონის ფარგლებში, არამედ ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოახდინოს საკუთარი თავის ჯანმრთელობის დემონსტრირება საზოგადოებისთვის,’’ - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
როგორც დავითულიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან შესუსტებულია, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ის ვივამედში მკურნალობს. მისი თქმით, ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს პენიტენციური სისტემა და ასეა მის შემთხვევაშიც.
,,მესამე, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს სახელმწიფოს, შესაბამის ინსტიტუტს და ის განსაზღვრავს, რომელ პატიმარს რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება და ამ სერვისს აწვდის. მიხეილ სააკაშვილის დაავადებებთან დაკავშირებით, სასამართლოს გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე სეზონი, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, ჯვარი წერია, მაგრამ თავისი თანაგუნდელები ასე ამბობდნენ, რომ თითქოს ბოლო წუთებს ითვლიდა. მეც, როგორც ვიცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესუსტებულია და ვივამედში მისი მკურნალობა და არა ციხის საავადმყოფოში, ამის დასტურია. ვიდრე სხვა დროს გვატყუებდნენ ხოლმე, პირდაპირ რომ ვთქვათ.
აქედან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტს, თუმცა, არ მჯერა, ისეთი რამე შეიძლება ამ ადამიანს სჭირდეს, რომლის შესაბამის მომსახურებას ქართული სამედიცინო სისტემა ვერ უზრუნველყოფს. გამორიცხვით როგორ გამოვრიცხავ, თეორიული ამის შანსი არსებობს, მაგრამ ამ ქვეყანაში პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული საზღვარგარეთ გაეყვანათ სამკურნალოდ მძიმე დაავადებებზე, მე ასეთი არ მახსენდება, არ ვიცი, კანონით რამდენად აქვს ამის უფლება. მე მგონი კანონითაც ეს აკრძალულია, თუმცა, სასამართლო თუ მიიღებს ამის საპირისპირო გადაწყვეტილებას, ეს მათი საქმეა და არა ჩემი,’’ - განაცხადა დავითულიანმა.
16-11-2024
16-11-2024