გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი სააკაშვილზე: ჩამოვიდა რევოლუციისთვის და აღმოჩნდა ციხეში; ამას რომ ვერ ეგუება, ეს ყველაფრის საწყისი გახდა

28-11-2022

,,პოლიტიკოსის კარიერა და იმიჯი შეგდება ღირებულებებისგან, გაკეთებული საქმეებისგან და რიტორიკისგან. ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ თუ დგას, ადამიანის, და მართლა, ყოფნა არ ყოფნაზეა საუბარი, მაშინ პენიტენციური სისტემა, თვითონაც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ასე არ მოხდეს,’’ - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სააკაშვილი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ის რევოლუციის მოხდენის ნაცვლად საპატიმროში აღმოჩნდა.

 

მისი თქმით, სასჯელის გადავადების მექანიზმი არსებობს, მაგრამ ამ დროს პატიმარს ეკრძალება ქვეყნის დატოვება და ეს ფაქტი, რამდენად იქნება მისთვის მისაღები, გაუგებარია.

 

,,ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი, რატომღაც თვითონ, მიზანმიმართულად იზიანებდა თავის ჯანმრთელობას. მე მესმის, რომ დეპრესიული ფონი აქვს და ვერ ეგუება ამ ოთხ კედელში ყოფნას ისევე, როგორც ვერ ეგუება ხოლმე პატიმრების ძალიან დიდი ნაწილი და, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე, რომ მას რამე არ დაუშავდეს. ეს უნდა თქვან ექიმებმა, ეს ჩემი საქმე არ არის. ფაქტია, რომ დეპრესია აქვს, შეიძლება სხვა რამეც ქონდეს, მაგრამ მისი ემოციური ფონი, რომ ვერ ეგუებოდა მის მდგომარეობას - ჩამოვიდა რევოლუციისთვის და აღმოჩნდა ციხეში, ამას რომ ვერ ეგუება, ყველაფრის საწყისი გახდა ეს. აქედან დაიწყო შიმშილობა, რითაც, შესაძლოა, დაიზიანა ჯანმრთელობა და ა.შ. პენიტენციურ სისტემას აბარია ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პენიტენციური სისტემა ამას მიხედავს.

 

თუ სასამართლო რამე არაორდინალურ გადაწყვეტილებას მიღებს, ეს მისი საქმეა და არა ჩემი. საერთოდ არ არის ეს საკითხი ჩემთვის აქტუალური, გარდა იმ კუთხისა, რომ ციხეში პატიმარი არ უნდა გარდაიცვალოს, ან არ უნდა დაუზიანდეს ჯანმრთელობა. ამის იქით ჩემი საქმე ეს არ არის. არანაირი კანონის მექანიზმი მე არ მეგულება, რომ სასამართლოს შეეძლოს, რომ ვიღაცას დაავალოს, რომ წაიყვანეთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. სასჯელის გადავადების მექანიზმი არსებობს, მაგრამ დასაბუთება ჭირდება , რომ სასჯელის გადავადება აუცილებელია და ამის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს და ამ შემთხვევაშიც რა ხდება ხომ იცით, ადამიანებს, როგორც წესი ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება, მაგრამ სასჯელს უვადებენ, მაგრამ ეს რამდენად აწყობს მის დაცვის მხარეს არ ვიცი’’ - განაცხადა დავითულიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930