გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჭიჭინაძე: თუ ამომრჩეველი გამრიცხავს ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირები, ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არაუშავს

19-07-2018

დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ მის გარიცხვას გამოეხმაურა. 
ჭიჭინაძის თქმით, იმ შემთხვევაში იქნება გარიცხული, თუ ამომრჩეველი გააკეთებს ამას.
მისივე თქმით, ისინი, ვინც მის გარიცხვას ხელი მოაწერეს, ბოლშევიკები არიან.
„თურმე პარტიული დისციპლინა არსებობდა დღეს…
ამას კრძალავდნენ ბოლშევიკები. სულით და გულით ბოლშევიკები, პატარა კომკავშირლები არიან. რომ კითხო დასავლური სტანდარტის პარტიაა და დასავლურად უყურებენ და დასავლური ღირებულებების მატარებლები არიან. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ბოლშევიკები არიან. ტრამპის, მაკკეინის და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირებას რომ შეხედო... რა ქნას ტრამპმა, ვინც ცუდი რამე თქვა, ყველა გააგდოს? თუ ამომრჩეველი გამრიცხავს ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირები, ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არაუშავს,"-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭნაძის გარიცხვის შესახებ განცხადება გაავრცელა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031