გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში სენატის არჩევნები გაიმართა

29-11-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურამ და სტუდენტებმა წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრები აირჩიეს. თსუ სენატის წევრთა არჩევნები 7 ფაკულტეტსა და 16 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა, კენჭისყრა 23 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა.

 

სენატის არჩევნები წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გაიმართა.  კენჭისყრის შედეგად აირჩა წარმომადგენლობითი საბჭოს 74 წევრი, აქედან: 32 - აკადემიური პერსონალი, 26  -სტუდენტი, 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი. საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა, სენატის არჩევნების კენჭისყრის პროცესი 17:00 საათზე დასრულდა. არჩევნები გაიმართა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე.

 

თსუ 2022 წლის წარმომადგენლობით საბჭოს არჩევნებზე სულ რეგისტრირებული იყო 96 კანდიდატი, აქედან: 35 პროფესორი, 43 სტუდენტიდა18 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი.

 

თსუ სენატი აირჩევა 4 წლის ვადით უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე. ფაკულტეტებიდან სენატის წევრებად აირჩევიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი სენატის არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. სტუდენტები შეადგენენ სენატის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031