გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი: ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ბოროტების - ნაცმედიის წარმომადგენლები, გამპრავებლები და უბრალოდ მყვარებლები - რა მორალური უფლებით ლაპარაკობთ მედია სტანდარტების დარღვევაზე?!

29-11-2022

ქართველი ლიბერალების ალტერნატიული მორალურ-ზნეობრივი და სამართლებრივი განზომილება - იმედის ჟურნალისტის მიერ, კლავიატურის ლომების და ზიზღის მთხეველების შესახებ მომზადებული რეპორტაჟი (უწყინარი და კანონიერი), ღრმად რომ აღგაშფოთებთ და სამი ტელეკანალიზაციიდან მომავალი უწყვეტი ცილისწამება, სიცრუე, ფსიქოლოგიური ტერორი - სიტყვის თავისუფლებად მიგაჩნიათ, აი ამ ორმაგ სტანდარტებში გენაცვალეთ ნეოლიბერალო მწვალებლებო! - წერს Facebook-ზე მოძრაობა „აი იას“ წევრი ვატო შაქარიშვილი.

 

შაქარიშვილი სვამს კითხვას - ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ბოროტების - ნაცმედის წარმომადგენლები, გამპრავებლები და უბრალოდ მყვარებლები რა მორალური უფლებით ლაპარაკობენ მედია სტანდარტების დარღვევაზე?!

 

„თამაშის როგორ წესებს გვთავაზობთ, სადაც თქვენთვის ყველაფერი მოსულა?! თქვენი საყვარელი “დამოუკიდებელი” და “პროდასავლური” ტელევიზიები ხალხს ოჯახებში უვარდებიან! მათთვის ზღვარი არ არსებობს! არც კერძო საკუთრება! არც ადამიანის უფლებები! არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა! არც ბავშვი! არც მოხუცი! არც სასულიერო პირი!

 

საერთოდ ადამიანად არ თვლით იმას, ვინც ისე არ ფიქრობს და ცხოვრობს, როგორც ლიბერალური დღის წესრიგი კარნახობს! თქვენს შინაურ ცხოველს უფრო მეტი უფლებები გინდათ რომ ჰქონდეთ, ვიდრე ჩვენ, ვინც (მადლობა ღმერთს!) თქვენი ბაბლის მიღმა ვართ?! ყველაფერი ცალმხრივი გინდათ - ნაცს და ლიბერალს უფლება აქვს შეურაცხყოფა მოგვაყენოს საჯაროდ, მედიით, ფეისბუქით - ჩვენ პასუხის გაცემის უფლება კი არა, ამის არ მოწონების უფლებაც არ გვაქვს! გვარამია თუ გვაგინებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მედიამენეჯერია და იავნანად უნდა ჩაგვესმოდეს! ნოდარ მელაძე თუ ცილს დაგვწამებს და კანიბალიზმში დაგვადანაშაულებს - მერე რა მოხდა…?! უუხ, როგორ ნატრულობთ თქვენი საყვარელი ბელადის ხელისუფლებაში ყოფნას, ხო ჩაატანდით გემოს იმედის დარბევის ყურებას?! გენატრებათ ხო არველაძის იმედი და მოდელირებული ქრონიკა?! გურამ დონაძის რეალტვ და თამარ კინწურაშვილის საზმაუ…?!

 

როგორ გაბედა პაატა ქურდაძემ და ეთერში გაუშვა დოკუმენტური ფილმი ერაყის განადგურების შესახებ? არა, რა! ნამდვილად დასახურია საზმაუც ყველა მედია საშუალება, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ! იქ მომუშავე ხალხს დახვრეტა და გადასახლება! ახალი სისხლით შეავსებთ, “ნიჭით” და “გემოვნებით” გამოტენილი კადრები კი გყავთ ოხრად… მაგრამ, ეს აღარ მოხდება! ცენზურას თქვენ ვეღარ დააწესებთ! თქვენი ტყუილების მხილებაც გაგრძელდება! ნამდვილ ამბებსაც გავაგებინებთ საზოგადოებას და საბოლოოდ დავასრულებთ თქვენს ნაც-ლიბერალურ მედია დიქტატურას!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930