გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: გონჩარენკო გეორგიევსკის ლენტით დარბოდა, დღეს საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა და გონჩარენკო აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში, ყოფილა კავშირი?

29-11-2022

გონჩარენკო გეორგიევსკის ლენტით დარბოდა რამდენიმე წლის წინ, დღეს საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა და გონჩარენკო აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში. ყოფილა კავშირი? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ „ფორმულას“მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ცინიკური ნარატივი - „აბა ომი გინდათ“ იმიტომ, არ გავიდა, რომ მათი მეგობარი გონჩარენკო ითხოვდა, დაგვეწყო ომი, პირდაპირ შევვარდნილიყავით აფხაზეთში და დაგვეხოცა ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთი.

 

„შეგიძლიათ წაიკითხონ, ვინ არიან ორგანიზატორები, ფოტიგა, გონჩარენკო. გონჩარენკო გახსოვთ რას ითხოვდა? სოხუმში შეისეირნეთო. „აბა ომი გინდათ“ - ოპოზიციის ცინიკური ნარატივი რატომ არ გავიდა იცით, იმიტომ, რომ მათი მეგობარი გონჩარენკო ითხოვდა, რომ ჩვენ დაგვეწყო ომი, პირდაპირ შევვარდნილიყავით აფხაზეთში და დაგვეხოცა ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთი. ამას ითხოვდა და ეს ადამიანი არის ორგანიზატორი იმ კონფერენციის რომელსაც მეკითხებით.

 

ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ეს დაორგანიზებული. პირდაპირი კორელაციაა. ადამიანი ითხოვდა ომს, ითხოვდა? გონჩარენკოზე მაინც ხომ მიდასტურებთ, რომ გეორგიევსკის ლენტით დარბოდა რამდენიმე წლის წინ, დღეს საქართველოს ომში ჩართვას რომ ითხოვდა გონჩარენკოზე მაინც ხომ მიდასტურებთ? და დღეს გონჩარენკო აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში. ყოფილა კავშირი? აბა ომი გინდათო, დამცინავი და ირონიული ტონით რომ მეკითხებით ხოლმე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930