გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი კაპიტალის სტუდენტურ პროგრამაზე - „კემპზე" რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე დარჩა

29-11-2022

თიბისი კაპიტალის სტუდენტურ პროგრამაზე - „კემპზე" რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე დარჩა.


„კემპის" ახალი სეზონი სულ მალე დაიწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა.


პროგრამის მიზანია რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება.


წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრი გახდე. ასევე, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, თიბისი ბანკის აქციების მფლობელი გახდები.


პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებზე იმუშავებ.


ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები დავალებებზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს კი ჟიური გამოავლენს.


პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. ვებინარზე დასასწრებად, დარეგისტრირდი.


აქ პროექტის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ნახავ და ასევე გაიცნობ „კემპის" შარშანდელ გამარჯვებულებს, რომლებიც მოგიყვებიან რას საქმიანობენ დღეს თიბისი კაპიტალში https://tbccapital.ge/en/about-us/career/youth-programme

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930