გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობის დარღვევა, მეორე ფრონტი

30-11-2022

არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობის დარღვევა, მეორე ფრონტი. ასეთი საუბრების უკან შესაბამისი ინტერესები და სურვილები დგას - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებების შესახებ კითხვის პასუხად.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ გზავნილებიდან იკითხება მათი რეალური განზრახვა.

 

„ამ ადამიანების შეფასებას, განცხადებას არ აქვს არავითარი ფასი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს და რაც მთავარია, ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის სიკეთე მათ არ ამოძრავებთ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ყველა მათი გზავნილი. არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობის დარღვევა, მეორე ფრონტი.

 

ასეთი საუბრების უკან რა თქმა უნდა, დგას შესაბამისი ინტერესები და სურვილები. ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ შეფასება გაკეთდეს, ყურადღებით იყოს საზოგადოება ასეთი ადამიანების თითოეული გზავნილის უკან, იმიტომ, რომ ამ გზავნილებიდან იკითხება მათი რეალური განზრახვა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930