19-07-2018
ტყიბულში მეშახტეები აქციის გამართვას აპირებენ. აქციის მონაწილეები მინდელის სახელობის შახტის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, ლავრენტი ალანიას განცხადებით, მეშახტეები პრემიერ-მინისტრის სიტყვიერი დაპირების ("ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი") ოფიციალურად დადასტურებასაც მოითხოვენ.
"პრემიერმა დაპირება, რომ გამოძიების პროცესში შახტში დასაქმებულებს ხელფასი უნდა გდაუხადონ, ოფიციალურად უნდა დაადასტუროს. პერმანენტულად გაგრძელდება აქციები, სანამ არ იქნება დოკუმენტი, სადაც იქნება მითითებული, რომ ეს ხალხი აიღებენ ხელფასებს მანამ, სანამ გამოძიება არ დასრულდება, მანამ, სანამ რეაბილიტაცია არ დასრულდება"-განაცხადა ალანიამ.
აქცია 12 :00 საათზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის შენობასთან გაიმართება.
შეგახსენებთ, 16 ივლისს მინდელის შახტის ერთ-ერთ უბანზე აფეთქება მოხდა, რა დროსაც 4 მუშა დაიღუპა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა .
19-12-2024
18-12-2024