1-12-2022
ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც პიარ კომპანია ლობირებს თავისი პიარ სტრატეგიული მეთოდებით ავადმყოფობას და ამ ეგიდით ადამიანის გათავისუფლებაზე იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ეს არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა და საქმე გვაქვს მხოლოდ მიხელ სააკაშვილის შემთხვევაში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად არის შეთავაზება, რომ თუ რამე საქართველოში არ აკმაყოფილებს პაციენტს, პატიმარს, მის ადვოკატს, ოჯახს, მათ დაიქირავონ უცხოელი ექიმები, რომლებიც დამატებით იზრუნებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნაცვლად ამისა, მათ დაიქირავეს უცხოელი ლობისტები
„ეს არის იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ არასდროს ყოფილა არც სამედიცინო და არც სამართლებრივი სფერო სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე თუ არა მძიმე, ფეიკი თუ ნამდვილი, რეალურად თავიდანვე ეს იყო პოლიტიკური პროცესი. როგორც პოლიტიკურ კონტექტსში გვისვამენ ამასთან დაკავშირებით შეკითხვებს, როგორც პოლიტიკურ კონტექსტში ამუნათებენ სახელმწიფოს, ასევე პოლიტიკურ კონტექსტში გრძელდება და ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, სხვა თუ არის მოიძიეთ, როდესაც ავადმყოფობას ჰყავს ლობისტი, როდესაც პიარ კომპანია ლობირებს თავისი პიარ სტრატეგიული მეთოდებით ავადმყოფობას და ამ ეგიდით ადამიანის გათავისუფლებაზე იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას.
ეს არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა და გვაქვს საქმე მხოლოდ მიხელ სააკაშვილის შემთხვევაში. სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად არის შეთავაზება, რომ თუ რამე რეალურად და ობიექტურად საქართველოში არ აკმაყოფილებს პაციენტს, პატიმარს, მის ადვოკატს, ოჯახს, მათ დაიქირავონ უცხოელი ექიმები, რომლებიც დამატებით იზრუნებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნაცვლად ამისა, მათ დაიქირავეს უცხოელი ლობისტები, „პიარშიკები“ იმისთვის, რომ ლობისტურმა კომპანიამ უზრუნველყოს ავადმყოფობის ლობირება, რაც უპრეცედენტოა. ეს არა მხოლოდ ეჭვებს აჩენს, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ მის პარტნიორებს, დავალების მიმცემებს, შემკვეთებს, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და აერია ეს ქვეყანა, არ აინტერესებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ აინტერესებთ აქედან გამომდინარე პიარული, პოლიტიკური და საქართველოსთვის მავნებლური შედეგი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024