1-12-2022
მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მის ბაზაზე დაფუძნებული ადრონული თერაპიის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს.
მიხეილ ჩხენკელი: „2022 წელს უმაღლესი განათლების განვითარებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
მსურს, განსაკუთრებით გამოვყო უმაღლესი განათლების სისტემის მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის დაარსებაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი, რაც იმის დასტურია, რომ მისი განვითარება სწორი ხედვით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.
როგორც მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი აკადემიური პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. არსებული მიდგომა ნარჩუნდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად იქმნება აკადემიური პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისათვის კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. განსაკუთრებით მსურს, გამოვყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები მათემატიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში, მენეჯმენტში, ბირთვულ ფიზიკასა და ფიზიკაში, რომელიც აახენის უნივერსიტეტთან, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის, იულიხის მეცნიერებათა და GSI მძიმე იონების კვლევის ჰელმჰოლცის ცენტრებთან თანამშრომლობით ხორციელდება. აღსანიშნავია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობა სან დიეგოს სახელმწიფო და ლუვენის უნივერსიტეტებთან, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიზნით.“
მინისტრმა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტში საგანმანათლებლო-კვლევითი ლაბორატორიების ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას. მისი განცხადებით, კომპანია კარლ-ცაისთან (CarlZeiss) ხელშეკრულების ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიიღო თანამედროვე სასწავლო ციფრული მიკროსკოპიის ლაბორატორია, რაც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მულტიდისციპლინურ პროექტებზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება შეიძინონ.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ქართველებთან ერთად ჩართულნი არიან ცნობილი უცხოელი პროფესორებიც, რომელთა რიცხვი ეტაპობრივად იზრდება. შედეგად, ქუთაისში ყალიბდება განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიაა, თავის გარშემო გააერთიანოს კერძო სექტორი, გააძლიეროს კავშირი ინდუსტრიასა და მეცნიერებას შორის და ამ გზით შექმნას ძლიერი მეწარმეობა. უნივერსიტეტის ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა: სიმენსი, ჰილტი ჯგუფი, დელოიტი, პეპ-დიზაინი, ევროპის აერონავტიკის კომპანია (EADS), გერმანიის ბიზნეს ასოციაცია (DWV), ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისათვის“, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლის განსავითარებლად, მისი თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანინაბიჯები გადაიდგა.
„როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. წილად მხვდა პატივი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაში.
ადრონული თერაპიის ცენტრი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით შენდება. კომპანიამ ცენტრისთვის ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი უკვე ააწყო – გასული წლის ბოლოს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად, ციკლოტრონების აწყობის პროცესს ბრიუსელში პირადად გავეცანი. ერთი ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც უაღრესად ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა, განსაკუთრებით კი ბავშვთა მკურნალობისთვის. მეორე ციკლოტრონი კი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, დიდ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან – მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2021 წლის ბოლოს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს მთავარ მეცნიერთან (NATO ChiefScientist) და NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს (STO) თავმჯდომარესთან, დოქტორ ბრაიან უელსთან პირადად განიხილაადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების პერსპექტივები. აღსანიშნავია, რომ NATO-ს მთავარმა მეცნიერმა დიდი ინტერესი გამოხატა ამ უნიკალური პროექტის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
მიხეილ ჩხენკელმასაქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამეცნიერო კავშირებისგაძლიერებაზეისაუბრა და ამ მიმართულებით ბოლო წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.
„მიმდინარე წლის სექტემბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, პირადად შევხვდი ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვან პროფესორებს – თომას ბორტფელდსა და ბენჯამინ კლასის და მათთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორების ჩართულობის საკითხები განვიხილე. სასიხარულოა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები ცენტრის სამეცნიერო საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას და ქართველ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ,“ – აღნიშნა მინისტრმა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, მიმდინარე წელს, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობასთან ერთად ბრიუსელში გამართული რადიაციისა და ონკოლოგიის ყოველწლიური კონფერენციის (UserMeeting 2022) ფარგლებში, მან ამერიკისა და ევროპის წამყვან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს პირადადმიაწოდაინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ.
„პატივი მქონდა, პირადად შევხვედროდი ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რადიაციული ონკოლოგიის, მაიამის კიბოს კვლევის ინსტიტუტის რადიაციული ონკოლოგიის, MGH-ის პროტონული თერაპიის ცენტრის ხელმძღვანელ პირებს, ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის წამყვან პროფესორებს, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის რადიაციული კვლევებისა და ონკოლოგიის ცენტრისა და ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ცნობილი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჩაერთვებიან,“ – განაცხადამიხეილ ჩხენკელმა.
16-11-2024
16-11-2024