2-12-2022
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური სამიტი Touch22, 7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება.
კონფერენციაზე დასწრებას სხვადასხვა ინდუსტრიის და კომპანიის მენეჯერები, მარკეტერები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, დიზაინერები, ინოვატორები და სტუდენტები შეძლებენ. ღონისძიების მონაწილეები დაესწრებიან,როგორც სემინარებს, ასევე, პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოპებს. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ მათთვის საინტერესოახალი ადამიანები და დაამყარონ საჭირო კონტაქტები.
სამიტზე სპიკერები იქნებიან ისეთი წამყვანი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Media.Monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ბევრი ცნობილი კომპანიები.
სპიკერების სრული სიის ნახვას აღნიშნულ ბმულზე შეძლებთ: https://touch.ge/summit/speakers
ტექნოლოგიურ სამიტზე შემდეგი მთავარი თემები იქნება:
ბილეთების შეძენა ამ ვებგვერდზეა შესაძლებელი:https://bit.ly/3VHKcSV
Touch22-ის ფარგლებში, სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა:
16-11-2024
16-11-2024