გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: შეიძლება ბევრი რამ მეც არ მომწონდა, მაგრამ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ვკამათობთ გუნდში

19-07-2018

დედაქალაქის მერის და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, განსხვავებული აზრის გამოხატვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და მმართველი პარტია ამის კარგი მაგალითია.
თუმცა, კალაძის თქმითვე, პირადი შეურაცხყოფა მიუღებელია.

„განსხვავებული აზრის გამოხატვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ პარტია „ქართული ოცნება“ არის ამის საუკეთესო მაგალითი. რამდენი განსხვავებული აზრი მოგისმენიათ, რომელსაც გუნდში შეიძლება ბევრი არ ეთანხმებოდა. ეს არის ქვეყანაში გადადგმული დემოკრატიული ნაბიჯების ნათელი მაგალითი.

შეიძლება ბევრი რამ მეც არ მომწონს, არ მომწონდა, მაგრამ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ვკამათობთ გუნდში. 
განსხვავებული და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. არ უნდა ვაკადროთ ერთმანეთს“- განაცხადა კალაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031