გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: ჩვენი მიზანია, მომავალ წელს თხილის მოსავალი იყოს უკეთესი, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხით; ამისკენაა მიმართული თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

3-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გურიაში, სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა.


მინისტრმა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფერმერების ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტია.


„მთავრობის პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ ფერმერებს, დავნერგოთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიები, მივცეთ მეტი ცოდნა, ხელმისაწვდომი გავხადოთ ტექნიკა და ფინანსური რესურსი. ყოველივე ამას აქვს კონკრეტული შედეგები. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან დიდი ზრდა გვაქვს წარმოებაში, ექსპორტში და ეს ტენდენცია გრძელდება. ქვეყანაში  ეკონომიკური წინსვლაა - ბოლო 2 წელია ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც  გვაძლევს საშუალებას, ბიუჯეტიდან კიდევ დამატებითი რესურსები მოვიზიდოთ იმისთვის, რომ ფერმერებისა და მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამები განვახორციელოთ;  პროგრამები, რომლებიც საჭიროებებზე იქნება მორგებული. სწორედ ასეთია თხილის წარმოების მხარდამჭერი პროგრამა",- განაცხადა ოთარ შამუგიამ.


მინისტრმა შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის  სახელმწიფო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გამოყო მნიშვნელოვანი დაფინანსება - მავნებელთან ბრძოლისთვის, მომავალ წელს, დაახლოებით 30 მლნ ლარი დაიხარჯება.


მინისტრის განცხადებით, მთავრობამ მსხვილი მეწარმეების ხელშეწყობაზეც იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში მათ საშუალება ეძლევათ, თხილის მოვლისთვის შეღავათიანი აგროსესხითისარგებლონ.


„ჩვენ 70%-ზე მეტი თხილი ექსპორტზე გაგვაქვს ევროკავშირის ბაზარზე. 100-ზე მეტი კომპანიაა, რომელიც ექსპორტს ახორციელებს.სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, 22-ზე მეტი თხილის საშრობი და გადამმუშავებელი საწარმო შეიქმნა. შესაბამისად, აქ აზრს მოკლებულია საუბარი რაიმე მონოპოლიაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად გვესმის. რა თქმა უნდა, არის ფაქტორები, რომლებიც თხილის ფასზე მოქმედებს. ეს ფაქტორებია, პირველ რიგში, ხარისხი;ასევე, არის გარემოებები, რომლებიც უკავშირდება საექსპორტო ბაზარზე თხილის მოთხოვნას; წელს, თხილზე სხვადასხვა ფაქტორის გამო, თხილზე ფასი დაბალი იყო.  სწორედ აქედანგამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენ, რომ მეტი საშუალება გქონდეთ, გააუმჯობესოთ მოსავლის ხარისხი და გააუმჯობესოთ შემოსავალი", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930