გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღია კარის დღე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე

3-12-2022

ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში ქ.თბილისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. 


ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30