3-12-2022
“მმართველი პარტიის ცარიელ ოფისთან პროტესტი 15 საათზე იმიტომ მოაწყვეს, რომ სექტის ბელადთან ვალი მოეხადათ, მასობრივის აქციის იმიტაცია მოეხდინათ და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ყურებაც მოესწროთ”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ქართული ოცნების” ოფისთან გამართული აქციის შესახებ.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, “ნაცების" სავიზიტო ბარათი შეუქცევადი პრიმიტივიზმია”.
“მორღვეულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" გვაჩვენა, რომ ადამიანური რესურსების ქუჩაში მობილაზაციაც კიდევ უფრო უჭირთ. ერთი კვირა ემზადებოდნენ 3 დეკემბრის "გრანდიოზული" აქციისთვის და "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარედ არსებულ ვიწრო ქუჩებზე შეკრიბეს ის პარტაქტივი, რაც რეალურად შერჩათ. სამი უპრინციპო, არათანმიმდევრული ე.წ. ლიდერის - ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი მუმლაძის ორგანიზატორული უნიჭოება ცხადად იხილა ყველამ.
შაბათს, მმართველი პარტიის ცარიელ ოფისთან პროტესტი 15 საათზე იმიტომ მოაწყვეს, რომ სექტის ბელადთან ვალი მოეხადათ, მასობრივის აქციის იმიტაცია მოეხდინათ და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ყურებაც მოესწროთ. "ნაცების" სავიზიტო ბარათი - შეუქცევადი პრიმიტივიზმია”- წერს გია აბაშიძე.
16-11-2024
16-11-2024