გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა, ხალხს რომ პლაცკარტზე ეპატიჟებოდა; ახლა, დგას ეს მატარებელი დეპოში და იჟანგება 2012 წლიდან მოყოლებული

3-12-2022

,,ისე, ძალიან მინდა რომ მიშას მხარდასაჭერ დღევანდელ მწირზე მწირ აქციას კარგად შეხედონ დასავლეთის იმ წრეებმა, ვინც რეალურად გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში,” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაs.

 

როგორც ანჯაფარიძე წერს, სააკაშვილის დრო უკვე გასულია.

 

,,ისე, ძალიან მინდა რომ მიშას მხარდასაჭერ დღევანდელ მწირზე მწირ აქციას კარგად შეხედონ დასავლეთის იმ წრეებმა, ვინც რეალურად გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში. კარგად შეხედონ და შეაფასონ იმათ, ვინც ეხლა სააკაშვილის გათავისუფლებაზე აწვება ხელისუფლებას, რადგანაც შეიძლება ჯერ კიდევ იმედოვნებს სააკაშვილის როგორც რესურსის/ინსტრუმენტის გამოყენებას აქ ხელისუფლების შესაცვლელად.

 

 არაფერი გამოუვათ, ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა, ხალხს რომ პლაცკარტზე ეპატიჟებოდა, რადგანაც კუპეები უკვე ნაცელიტას ჰქონდა დაკავებული. დგას ეს მატარებელი ეხლა დეპოში და იჟანგება 2012 წლიდან მოყოლებული,” - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930