გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მელიამ, გადახედეს ერთ მუჭა ხალხს და კმაყოფილებმა იმით, რომ ბელადის წინაშე დიდი ვალი მოიხადეს, დაიშალნენ

3-12-2022

„ქართული ოცნების“ ოფისის წინ შეკრება, ოღონდ შაბათ დღეს, აი, იმ დროს ოფისში, რომ არავინ არ არის! ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მელიამ, გადახედეს ერთ მუჭა ხალხს და კმაყოფილებმა იმით, რომ ბელადის წინაშე დიდი ვალი მოიხადეს, დაიშალნენ, მალე პარტიასაც საბოლოოდ დაშლიან, მანამდე კი შეეცდებიან რაც შეიძლება ბევრი ფული წაგლიჯონ თავიანთ სპონსორებს!”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

 

“დღეს, რომ აქცია ჩაატარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „თავისუფლება მიშა“-ს კი არ „თავს ლაფის დასხმა მიშას“ დაერქმიათ ჯობდა. აბა, რეგიონებიდან მოგვყავს ხალხი, აბა ექიმებიო, აბა პოლიტიკოსები და არ პოლიტიკოსებიო, აქეთ პარტიულმა ტელევიზიებმა ატეხეს ჟრიამული, იქით ლიდერებმა მიუხედავად აზრთა სხვაობისა ამ „დიდ ჰუმანური“ იდეის გარშემო ქალი და კაცი, ბავშვი და მოხუცი ყველა ვერთიანდებითო. წინ დიდ ტრანსპარანტი (ერთ ცალი), სხვადასხვა ქვეყნის დროშები(სულ 5 ცალი! )...და „ქართული ოცნების“ ოფისის წინ შეკრება, ოღონდ შაბათ დღეს, აი, იმ დროს ოფისში, რომ არავინ არ არის! ასე, არ შეიძლებაო, მიშას საავადმყოფოში, მითუმეტეს ციხეში, რა უნდაო ცალკე ცალკე დააფიქსირეს ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მელიამ, გადახედეს ერთ მუჭა ხალხს (ერთ მუშტად შეკრულ ხალხში არ აგერიოთ!) და ...კმაყოფილებმა იმით, რომ ბელადის წინაშე დიდი ვალი მოიხადეს, დაიშალნენ, მალე პარტიასაც საბოლოოდ დაშლიან, მანამდე კი შეეცდებიან რაც შეიძლება ბევრი ფული წაგლიჯონ თავიანთ სპონსორებს! ისე, მართლა მაინტერესებს, იმ ქართველების და განსაკუთრებით იმ უცხოელების თავში თუ ტვინში ჩახედვა, ვისაც თავიანთი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად ამათ იმედი აქვთ!”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930