5-12-2022
„ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა, ფრაქცია „სამართლიანი რუსეთი/ პატრიოტები - სიმართლისათვის“ საკანონმდებლო ინიციატივას, საავტორო უფლებებზე ჰონორარის გადახდის შეჩერების მექანიზმის შემუშავების შესახებ, საინტერესოა, ამ კანონის შესაძლო მიღებამდე, არსებობს თუ არა საქართველოს მგლოვიარე მოქალაქე ლЯკა ხოშტარიას მიერ გაგზავნილი წერილი, შემდეგი შინაარსით: გთხოვთ შეწყვიტოთ თქვენი სისხლიანი და ბინძური ფულის ყოველთვიური გადარიცხვები, რითაც ახდენთ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრთა ღრმა ანტირუსული და ანტიპუტინისტური განწყობების დისკრედიტაციას!!!“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალურ საიტზე აღნიშნული კანონპროექტის გასწვრივ იგივე მინაწერია: "განხილვის რეჟიმშია" - რაც ნიშნავს მის თაროზე დიდი ხნით გადადებას, ვინაიდან ერთია - პოპულისტური "პატრიოტული" სულისკვეთება და მეორე - რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესები, რომლებიც მსგავსი გადარიცხვებით წლების განმავლობაში აფინანსებდნენ საკუთარ აგენტურას.
„ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა, ფრაქცია „სამართლიანი რუსეთი/ პატრიოტები - სიმართლისათვის“ საკანონმდებლო ინიციატივას, საავტორო უფლებებზე ჰონორარის გადახდის შეჩერების მექანიზმის შემუშავების შესახებ, უცხოელ აგენტებსა და სისხლის სამართლის იმ მუხლებით მსჯავრდებულ პირებზე, რომლებსაც მსჯავრი მიესაჯა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ჯარის დისკრედიტაციისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოწოდების გამო. გავიდა თითქმის 3 თვე - სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალურ საიტზე აღნიშნული კანონპროექტის გასწვრივ იგივე მინაწერია: "განხილვის რეჟიმშია" - რაც ნიშნავს მის თაროზე დიდი ხნით გადადებას, ვინაიდან ერთია - პოპულისტური "პატრიოტული" სულისკვეთება და მეორე - რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესები, რომლებიც მსგავსი გადარიცხვებით წლების განმავლობაში აფინანსებდნენ საკუთარ აგენტურას, რომელიც, დიახ, "ოპერატიული თამაშების" ფარგლებში, რუსეთსაც აგინებდა, მის პრეზიდენტსაც და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასაც ითხოვდა. ჩვენთვის ის უფრო საინტერესოა, ამ კანონის შესაძლო მიღებამდე, არსებობს თუ არა "რუსეთის საავტორო უფლებების საზოგადოების" სახელზე (ასლი: "რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციას") უკვე დღეს ან გუშინ, საქართველოს მგლოვიარე მოქალაქე ლЯკა ხოშტარიას მიერ გაგზავნილი წერილი, შემდეგი შინაარსით: გთხოვთ შეწყვიტოთ თქვენი სისხლიანი და ბინძური ფულის ყოველთვიური გადარიცხვები, რითაც ახდენთ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრთა ღრმა ანტირუსული და ანტიპუტინისტური განწყობების დისკრედიტაციას!!!“- წერს ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024