გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

5-12-2022

უკრაინაში, რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლას, კიდევ 6 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. ავთო რურუა, როლანდი კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია 3 დეკემბერს, ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. ჯამბულათ ხოფერია კი 1 დეკემბერს დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხია და ბადრი მარაკელია აფხაზეთის ომის ვეტერანები იყვნენ. ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია კი, აფხაზეთის ომში იბრძოდა, ხოლო ბიძა, ჯამბულათი, ვის სახელსაც უკრაინაში გარდაცვლილი 25 წლის მებრძოლი ატარებდა, 1993 წლის 15 აპრილს, აფხაზეთში, საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები და ვეტერანები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ქართველი მებრძოლების გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მათ ოჯახებს, ნათესავებს, თანამებრძოლებს, სრულიად საქართველოს და უკრაინას!


უკრაინის წინააღმდეგ ომი, რუსეთმა, მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია, 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ, უკრაინაში, 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
მსუბუქი ყოფილიყოს მათთვის ქართული მიწა!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930