5-12-2022
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სოფ. კომანდელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად ადგილზე მოინახულა დასრულებული სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი, რომლის სახელშეკრულებო თანხამ - 400 000 ლარი შეადგინა. აღნიშნული სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ "ამბროლაურის ავტოგზა 10" შეასრულა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
16-11-2024
16-11-2024