გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ზურაბიანი: თუკი ასეთი დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები არსებობდა თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება პარტიიდან გასვლის

19-07-2018

მმართველი პარტიის წევრის, ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, გუნდის წევრობა პასუხისმგებლობაა და თუ პრინციპულად განსხვავებული პოზიციები არსებობდა, დავით ჭიჭინაძეს პარტიიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიეღო.
მისივე თქმით, პარტიის გადაწყვეტილება აბსოლუტურად ადეკვატური იყო.


„პოზიცია ცალსახაა - განსხვავებული აზრები და ზოგადად, კრიტიკა ნამდვილად არ აკლია ჩვენს გუნდს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია ზღვარზე- ერთია, გამოხატო შენი აზრი, თუნდაც სხვებისთვის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ მეორეა, პიროვნული შეურაცხყოფები და ის ქმედებები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ბატონი დავითისგან ჩვენ ვიხილეთ. აქედან გამომდინარე, გუნდის წევრობა პასუხისმგებლობაცაა, ჩემი აზრით და თუკი ასეთი მიუღებლობაა და ასეთი პრინციპულად და დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები არსებობდა, ამდენი ხანი თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება უმრავლესობიდან და ზოგადად, პარტიიდან გასვლის შესახებ.

თუ დააკვირდებით, ბოლო კვირაში შეინიშნება მისი გააქტიურება, რაც აქამდე მე არ მინახავს და აქ იკარგება სწორედ გულწრფელობა.

რაც შეეხება პარტიის გადაწყვეტილებას, ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური! ამასთან ერთად, უნდა გითხრათ, რომ პირადად მე ძალიან მსიამოვნებს და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჯანსაღ კრიტიკაში შემოდიან და ჩვენ ამისი შესაძლებლობა მაქსიმალურად გვეძლევა. ასე რომ, მისი მხრიდან გამოყენებული ეპითეტები, რასაც მე არ გავიმეორებ ნამდვილად, აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას“- განაცხადა ზურაბიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031