გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობის მეთაური: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმად კიდევ უფრო მეტად დაფასდება და გამარტივდება მეზღვაურების საქმიანობა

5-12-2022

მეზღვაურებისთვის გვაქვს ასევე ძალიან კარგი ინიციატივა და ბატონი ლევანის უწყებამ მოამზადა აღნიშული კანონპროექტი. მეზღვაურების საქმიანობა არის მხარდაჭერილი მთავრობის მიერ, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი რეფორმა განვახორციელეთ მათთვის და ჩვენ ახლაც, დღევანდელი ინიციატივით კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ და გავუმარტივებთ მათ საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები გამოიყენებენ 73 საზღვაო სახელმწიფოში, მათ შორის, 20 ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერთიფიკატებს.


„აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები გამოიყენებენ 73 საზღვაო სახელმწიფოში, მათ შორის, 20 ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერთიფიკატებს და მათ საბუთებს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031