5-12-2022
GITA-ს მხარდაჭერითა და HRPA Georgia - ს ორგანიზებით, სასტუმრო ბილტმორ თბილისში,HR გაციფრულების კვირეული დაიწყო, რომელსაც დაესწრო საჯარო და კერძო სექტორის 500 - მდე HR პროფესიონალი, აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, HR გაციფრულების კომპანიები/სტარტაპები და მთავრობის წარმომადგენელი.
ღონისძიების განმავლობაში, საერთაშორისო სპიკერებთან ერთად, განხილული იყო HR გაციფრულების გლობალური ტენდენციები; გაიმართა საჯარო და კერძო სექტორის HR პროფესიონალებისა და HR გაციფრულების სტარტაპების/კომპანიების პანელები. სამივე პანელის გაერთიანებით, დამსწრე საზოგადოებამ ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად შეაჯამა არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა. HR გაციფრულების კვირეულმა ასევე უმასპინძლა HR გაციფრულების სტარტაპებისა და კომპანიების გამოფენას და წარადგინა HR პროცესების გაციფრულების წარმატებული „ქეისი“ კონკრეტული კომპანიის მაგალითზე.
16-11-2024
16-11-2024