გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ფლორიდაში აუქციონზე ერთცენტიანი მონეტა $750 ათასად გაიყიდა

8-01-2018

1879 წლის ოქროს მონეტა, რომელიც გაშლილთმიანი სტელას სახელით არის ცნობილი „გაერთიანებული ნუმიზმატების“ ყოველწლიურ კონფერენციაზე 750 ათას დოლარად გაიყიდა.

“ასეთი მონეტების ჭედურობა აშშ-ის მთავრობის ექსპერიმენტი იყო. ისინი თვლიდნენ მასზედ, რომ ეს მონეტები ანგარიშგების საერთაშორისო საშუალებად გადაიქცეოდა. თუმცა, საბოლოოდ მონეტების გამოშვება, რომელთა შემადგენლობაში 6 გრამი ოქრო, 0,3 გრამი ვერცხლი და 0,7 გრამი ფოლადი იყო, შეწყდა“, - განაცხადა Heritage Auction-ის ექსპერტ ნუმიზმატმა, მარკ ბორკარტმა.

 ამ მონეტის გარდა, აუქციონზე 300 ათას დოლარად ერთ-ერთი უძველესი, ფილადელფიაში 1793 წელს გამოშვებული ფოლადის მონეტა გაიყიდა. მისი ნომინალი 1 ცენტია. მასზე გამოსახულია გაშლილთმიანი ქალი წარწერით “თავისუფლება 1793“.

ამ აუქციონმა ორგანიზატორებს 24,9 მილიონი დოლარი მოუტანა. ექსპერტების აზრით, ეს ამერიკის ფინანსების ისტორიის მიმართ კოლექციონერების დიდ ინტერესზე მიუთითებს.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930