6-12-2022
სოფელ ხოვლეში კასპის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ჯავრიშვილის ოფთალმოლოგიური კლინიკა "ოფთალმიჯის" ინიციატივით, ადგილობრივებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
მოსახლეობას კვალიფიციური ექიმების მიერ, თვალისწინა სკანის დათვალიერება, ტონომეტრია-წნევის გაკონტროლება, საკითხავი სათვალის შერჩევა და სხვა საჭირო კონსულტაციები ჩაუტარდა.
სამედიცინო კონსულტაციით ისარგებლეს საპენსიო ასაკის პაციენტებმაც, რომლებმაც აღნიშეს, რომ მათთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი და კომფორტული იყო ადგილზე საჭირო კონსულტაციის მიღება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯი" 1996 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ჯავრიშვილის მიერ დაფუძნდა.
"კლინიკა მუდმივად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავსი ტიპის სამედიცინო შემოწმებებს ხშირად მართავს" - აცხადებენ კასპის მერიაში.
16-11-2024
16-11-2024