გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: ისე გაიკვირვეს, გეგონება პირველად გაიგეს, რომ ომის და ღალატის პარტიის ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის ფულის სანაცვლოდაც ახდენს უკრაინაში ქართველების გაგზავნის ორგანიზებას

6-12-2022

ისე გაიკვირვეს ზოგიერთებმა, გეგონება პირველად გაიგეს, რომ ომის და ღალატის პარტიის ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის ფულის სანაცვლოდაც ახდენს უკრაინაში ქართველების გაგზავნის ორგანიზებას, რა არ გაგიგიათ? - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, არ დასრულდა ყალბი პატრიოტების, უკრაინისადმი ყალბი თანადგომა, ყალბი მოთქმა და გოდება.

 

„არ დასრულდა ყალბი პატრიოტების, უკრაინისადმი ყალბი თანადგომა, ყალბი მოთქმა და გოდება! ისე გაიკვირვეს ზოგიერთებმა, გეგონება პირველად გაიგეს, რომ ომის და ღალატის პარტიის ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის ფულის სანაცვლოდაც ახდენს უკრაინაში ქართველების გაგზავნის ორგანიზებას? რა არ გაგიგიათ? თვითონ არ ,,ამაყობენ" მხოლოდ ჩვენი წევრები და მხარდამჭერები იბრძვიანო? ძალიან კარგად იცით ყველაფერი, მაგრამ არ ლაპარაკობთ და თუ სხვა სიმართლეს იტყვის, მაშინვე პირში ეცემით, ლანძღავთ და შეურაცხყოფას აყენებთ! მაგ თქვენი ყალბი პათეტიკით და ვითომ თანადგომით უფრო ვნებთ უკრაინას და საქართველოს, ვიდრე არგებთ, ეს არის მწარე სიმართლე, რომლის მოსმენაც არავის სიამოვნებს!!!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930