7-12-2022
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.
საქართველოს ბანკის მისიაა, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის მიღება ახალგაზრდებს აძლევს მოტივაციას,დაიჯერონ საკუთარი თავის და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება.
საქართველოს ბანკის განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები და ბენეფიციართა სია ასე გამოიყურება
„საქართველოს ბანკმა მომცა შესალებლობა Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის დახმარებით გავსულიყავი საერთაშორისო არენაზე და მესწავლა ისეთ უნივერსიტეტში, როგორიც Temple University-ა. სწავლის პირველი სემესტრი ძალიან რთული აღმოჩნდა. ფილადელფიაში შუა პანდემიის დროს ჩამოვედი.ფაკულტეტიც ახალი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, ჩემი „ბექგრაუნდი“ მაძლევდა იმედიანად ყოფნის საშუალებას, თუმცა მონაცემთა მეცნიერებასთან მანამდე შეხება არ მქონია. ეს ყველაფერი ერთიანობაში საკმაოდ რთული შესაგუებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩემი დროის უდიდესი ნაწილი მთლიანად ეთმობოდა სწავლას. მინდა ყველას ვურჩიო, რომ არ დანებდნენ, თუ ზუსტად იციან რისი გაკეთებაც უნდათ, ბოლომდე გააკეთონ ყველაფერი ამ მიზნის მისაღწევად. გზადაგზა შეხვდებათ დაბრკოლებაც, უარიც, მაგრამ ეს წინააღმდეგობა უნდა აქციონ მამოტივირებელ ძალად და არ მისცენ არავის უფლება, უარი ათქმევინონ საკუთარ მიზნებზე. ყოველი ასეთი გამოცდილება, ახალი რამის მომცემია და ხანდახან აუცილებელიც კი არის იმისთვის, რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდე და განვითარება განაგრძო” - ამბობს Fulbright-ის პროგრამის გამარჯვებული, საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი, გუგა ბურდული.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალურად პასუხიმგებლიანი კომპანიისთვის, განათლების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ 35-მდე საგანმანათლებლო პროგრამას, არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საზღვრებს გარეთაც ვახორციელებთ, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს,მიიღონ ხარისხიანი განათლება და გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მომავალიწარმატებულიკარიერისთვის. მოხარული ვართ, რომ ჩვენ შევძელით უკვე 100 000 ახალგაზრდისთვის მიგვეცა განათლების შესაძლებლობა,გზა გაგვეხსნა მათთვის, ისეთ პროგრამებში ჩართულიყვენენ, მაგალითად როგორებიცაა: Chevining-ის და Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამები, სკოლის მოსწავლეებისთვის - STEM ბანაკი და კინგსის ოლიმპიადა. ასევე გამოვყოფდი იდეათეკის პროექტს, რომელიც საერთაშრისო სტანდარტების მრავალფუნქციური სასწავლო სივრცეა და მუდმივად არის ახლის სწავლისა და აღმოჩენის შესაძლებლობა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი და ახალი შესაძლებლობები შევუქმნათ და ამ კუთხით სამომავლოდაც არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი“, - ამბობს საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.
16-11-2024
16-11-2024