ონში ბეერ-შევას სახელობის პარკში საჭიდაო დარბაზი შენდება
7-12-2022
ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში საჭიდაო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ მიმდინარე სამუშაოები მოადგილესთან - ქრისტინა კობახიძესთან, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსთან - ლევან ცხვედიანთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან - სერგი ხიდეშელთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტის ვიზუალურ იერსახესთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის შენიშვნები დააფიქსირეს, რაც უმოკლეს ვადაში გამოსწორებას მოითხოვს.
პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჭიდაო დარბაზი, გათბობა-გაგრილების ვენტილაციის სისტემის, წყლისა და წყალარინების სისტემის და სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებთ.
პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება - 1 436 221 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შენობაში, ააიპ "ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის" ჭიდაობის სექცია განთავსდება, რომელშიც 70 აღსაზრდელი ირიცხება, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები.