7-12-2022
ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში სენატორ ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინის ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც „ამერიკის ხმამ“ გამოაქვეყნა.
შაქარიშვილის თქმით, ინტერვიუში კარგად ისმის “ამერიკის ხმა” - ხმა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების სურვილისა! ეს არ იკითხება შეფარული გზავნილებით ან მინიშნებებით, არამედ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება და მათ სურთ საქართველოში იხილონ ზელენსკისნაირი ახალი ლიდერები.
ამასთან, შაქარიშვილი აღნიშნავს, რომ სრული ლუსტრაცია მოხდა ყველა აქტორის და მათი მიზნებიც უკვე ცხადზე ცხადია! ნაცმოძრაობა, ენჯეობი და სხვა ინსტრუმენტები როცა საბოლოოდ დაუბლაგვდათ, თვითონ გამოვიდნენ წინა ხაზზე და ყველანაირად ცდილობენ თავს მოგვახვიონ ქართველი ხალხისთვის მიუღებელი სცენარი.
“ამერიკის ხმამ” გამოაქვეყნა ინტერვიუ სენატორებთან - ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი. ინტერვიუში კარგად ისმის “ამერიკის ხმა” - ხმა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების სურვილისა! ეს არ იკითხება შეფარული გზავნილებით ან მინიშნებებით, არამედ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება და მათ სურთ საქართველოში იხილონ ზელენსკისნაირი ახალი ლიდერები - “პრეზიდენტ ზელენსკის მაგალითი რომ ავიღოთ, მას ეს საშინელი ომი ხვდა წილად. ის დარჩა უკრაინაში და იბრძვის უკრაინელი ხალხისთვის.
მან რუსეთს მამაცი წინააღმდეგობა გაუწია და დასავლეთსა და მთელ მსოფლიოში უკრაინის საჭიროებების შესახებ ძლიერი არგუმენტები წამოაყენა. ეს არის ლიდერობა, რომლის ნახვაც ხალხს სურს კრიზისის დროს. ასე რომ... ქართველ ხალხს ვეტყოდი, იმედი მაქვს, რომ შეძლებთ გყავდეთ მსგავსი ლიდერები… აი, ასეთ ლიდერებს ვისურვებდით საქართველოსთვის” - ამბობს სენატორი შაჰინი. ჩვენ ხომ “კოლექტიურ დასავლეთს” ვეკუთვნით და მათ უნდა გადაგვიწყვიტონ როგორი ლიდერი გვყავდეს, რა ჩავიცვათ, რა ვჭამოთ, რა მოგვწონდეს და რა არა… ისინი დაარქმევენ კიკუ ვაშაძეს ლიდერს და ჩვენც უნდა მივიღოთ ის! ვაშინგტონმა თქვა! მოსკოვში გადაწყდა! ბრიუსელმა დაგვიბარა! კიდევ ერთხელ და ათასჯერ მკაფიოდ გავიმეორებ - ქართველ ხალხს ბატონის გამოცვლისთვის არ უბრძოლია! ასევე, ძალიან საგულისხმო და საგანგაშო პასაჟი იყო სენატორების განცხადება 2012 წელს ჩატარებული უმძიმესი არჩევნების შესახებ - “იმ არჩევნებს ვაკვირდებოდი და წარმოუდგენლად აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ როგორ ჩაატარეს ეს არჩევნები. იქიდან წამოვედი ძლიერი განცდებით, რომ საქართველომ გადაშალა ფურცელი და რომ ეს იყო რკინის ფარდის ჩამოშლის შემდეგ, პირველი ნამდვილი, ღია არჩევნები. როცა იქიდან წამოვედით, ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი იმით, თუ საით მიდიოდა ქვეყანა და ეს არა იმის გამო, თუ ვინ დამარცხდა ან ვინ აირჩიეს, არამედ იმის გამო, რომ ეს იყო თავისუფალი არჩევნები. მას შემდეგ იმედგაცრუებული ვარ” - აცხადებს სენატორი რიში.
წარმოუდგენელი ძალადობის, პოლიციური რეჟიმის, დაშინების, გაყალბების, მიტაცების, ნიღბიანი და შეიარაღებული ზონდერების ფონზე ჩატარებული არჩევნები ყოფილა დემოკრატიის მწვერვალი…!
ქართველმა ხალხმა მიუხედავად ამ ყველაფრისა თავგანწირვის ხარჯზე გამოსტაცა ძალაუფლება სისხლიან რეჟიმს და თურმე ეს ბიძინა ივანიშვილის და საზოგადოების ძალისხმევის კი არა, სააკაშვილის “დემოკრატიისადმი ერთგულების” შედეგი ყოფილა…
სრული ლუსტრაცია მოხდა ყველა აქტორის და მათი მიზნებიც უკვე ცხადზე ცხადია! ნაცმოძრაობა, ენჯეობი და სხვა ინსტრუმენტები როცა საბოლოოდ დაუბლაგვდათ, თვითონ გამოვიდნენ წინა ხაზზე და ყველანაირად ცდილობენ თავს მოგვახვიონ ქართველი ხალხისთვის მიუღებელი სცენარი, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ამ ბრძოლაში დამარცხდებიან! საქართველო კოლონია არ არის!“- წერს ვატო შაქარიშვილი.
16-11-2024
16-11-2024