გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულის მოსახლეობა „საქნახშირის“ დირექტორს: შენ ხარ სატანა მოსული, მკვლელი ხარ, თხუთმეტი კაცის სისხლში გაქვს გარეული ხელი

19-07-2018

მეშახტეები ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდენ. აქციის მონაწილეები დეპუტატს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობას სთხოვდნენ. მათი თქმით, მამუკა ბახტაძის დაპირებამ ("ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი") დოკუმენტის სახე უნდა მიიღოს.

ამასთან აქციის მონაწილეები „საქნახშირის“ ხელმძღვანელს ჯამბულ ჯაყელს დაუპირისპირდნენ. მეშახტეებმა  ჯაყელს თანბამდებობიდან გადადგომა  პირადად მოსთხოვეს. ტყიბულელების აზრით,  იმაში, რომ მინდელის შახტში უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ არ იყო დაცული, ადმინისტრაციაა დამნაშავე.

„სინდისი არ მომცემდა აქ მოსვლას. შენ ადგილას, იმ დღესვე დავტოვებდი ტყიბულს და აქედან წავიდოდი. შენ ხარ სატანა მოსული, მკვლელი ხარ, თხუთმეტი კაცის სისხლში გაქვს გარეული ხელი“- მიმართა „საქნახშირის“ ხელმძღვანელს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თავად „საქნახშირის ხელმძღვანელის განცხადებით, იგი მზადაა დატოვოს თანამდებობა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა „საქნახშირში“ პრევენციოული ღონისძიებები დასრულებულ სახეს მიიღებს.

„ყველა გადავდგებით თუ საჭირო იქნება, პირადად მე მზად ვარ დღესვე გადავდგე.  ავარიულ რეჟიმში ვართ.  ტექნიკური პერსონალი უსაფრთხოების ღონისძიებებს ატარებს.  ტარდება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები. როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, აქციის მონაწილეებსაც დავპირდი და ვუთხარი, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელთა გადადგომასაც ისინი მოითხოვენ, გადადგება. მათ შორის მეც, არ ვაპირებ თანამდებობაზე დარჩენას“- განაცხადა ჯაყელმა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031